logo_geo
eng_logo
პაატა კვიჟინაძე: 10%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა
- +

23 მარტი. 2023. 18:49

 

 

საინტერესო და ყოვლისმომცველი პრეზენტაცია იყო“, -ასე შეაფასა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, პაატა კვიჟინაძემ  ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის  ანგარიში, რომელიც მან მინისტრის საათის ფორმატში გააცნო დეპუტატებს და  მოსახლეობას.

 

პაატა კვიჟინაძის თქმით,  10%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, რომელიც საქართველოს აქვს.

 

ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტი - 2,7%, მთავრობის ვალი - 40%-ზე ნაკლები, საერთო ინვესტიციები 18 მლრდ-ზე მეტი, ლარის კურსი  - 2, 60-ზე ნაკლები. ფინანსთა მინისტრს  არ უთქვამს, მაგრამ საერთაშორისო  რეზერვები 4 მლრდ 700მლნ დოლარზე მეტია.  როცა ამ მაჩვენებლებს ისმენ, ეს უკვე ამბობს ყველაფერს ეკონომიკაზეც და ფინანსთა სამინისტროზეც“,- განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

 

მან პანდემიის პერიოდში მსოფლიოში არსებული ეკონომიკური  მდგომარეობა გაიხსენა.

 

ბიუჯეტი დეკემბერში იყო მიღებული  და თებერვალში დაიწყო პანდემია, რასაც მოჰყვა ე.წ. ლოკდაუნები, ეკონომიკა ჩამოვარდა თითქმის 7 %-ით, რამაც გამოიწვია შემოსავლების შემცირებაც. მეორე მხრივ, გაიზარდა ხარჯები: ბიზნესის დახმარება ჯანდაცვის სისტემის ღონისძიებები და ა. შ.   ამან გამოიწვია ის, რომ სახელმწიფოს მოუწია დიდი რაოდენობით ვალის აღება.  მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდებით 60%-ზე ავიდა ვალები და  ბიუჯეტის დეფიციტი, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამ შემთხვევაში,  9 %-გასცდა და ამ ყველაფრის შემდეგ  2021 წელს მთავრობის და  ფინანსთა სამინისტროს  მუშაობით 10%-იან ეკონომიკურ ზრდაზე გავედით, ბიუჯეტის დეფიციტი 6%-ზე ჩამოვიდა და  სახელმწიფო ვალი 50%-ჩამოსცდა, ხოლო 2022 წელს პანდემიის გავლენის კვალიც კი გაქრა. რაც იშვიათი შემთხვევაა მსოფლიოს მასშტაბით",- განაცხადა კვიჟინაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner