logo_geo
eng_logo
ლევან ჭოტორლიშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრზე: გაუნათლებლობის გარდა უტვინოა და აქვს ხასიათის ის თვისებები, რაც ხაბეიშვილს ამსგავსებს - ამის გამო შეარჩიეს ოკეანის გაღმა და ამუშავებენ გერმანიის და ევროპის ინტერესების საზიანოდ
- +

23 მარტი. 2023. 21:17

 

გერმანელებს ვისაც ვიცნობ და ტვინი ვისაც მოეკითხება, ყველას რცხვენია მინისტრის გამო. ლევან ხაბეიშვილი რომ იყოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და საზღვარგარეთ თავს გვჭრიდეს არ შეგრცხვებოდათ?“ - ასე ეხმიანება გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს.

როგორც ლევან ჭოტორლიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ანალენა ბერბოკი სპეციალურად შეარჩიეს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე და ამუშავებენ როგორც გერმანიის, ისე მთლიანად ევროპის საზიანოდ.

მისივე განცხადებით, აშშ-სთან ერთად, დიდი ბრიტანეთიც ევროპის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს, რაზეც ევროკავშირიდან მისი გასვლა მეტყველებს.

ჭოტორლიშვილის განმარტებით, საზოგადოება მალე მიხვდება იმასაც, თუ რატომ ჰპირდება საქართველოს დახმარებას ევროკავშირში შესასვლელად ის ქვეყანა, რომელმაც აღნიშნული გაერთიანება თავად დატოვა.

ორიოდე შტრიხი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრზე: წარმოიდგინეთ გერმანელი ლევან ხაბეიშვილი კაბაში. ქურქუმულზე უარესები აქვს ნათქვამი. გაუნათლებლობის გარდა უტვინოა და აქვს ხასიათის ის თვისებები, რაც ხაბეიშვილს ამსგავსებს. სწორედ მაგ თვისებების გამო შეარჩიეს ოკეანის გაღმა და ამუშავებენ გერმანიის და ევროპის ინტერესების საზიანოდ. გერმანელებს ვისაც ვიცნობ და ტვინი ვისაც მოეკითხება, ყველას რცხვენია მინისტრის გამო. ლევან ხაბეიშვილი რომ იყოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და საზღვარგარეთ თავს გვჭრიდეს, არ შეგრცხვებოდათ? ამერიკა და ინგლისი ევროპის ინტერესების საწინააღმდეგოდ რომ მოქმედებს, მაგას ალბათ მიხვდით მას შემდეგ რაც ბრიტანეთმა ევროკავშირი დატოვა. ბრიტანეთი რომელმაც თვითონ დატოვა ევროკავშირი, ჩვენ რატომ გვპირდება ევროკავშირში შესასვლელად დახმარებას მაგას მიხვდებით მალე,“ - წერს ლევან ჭოტორლიშვილი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner