logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე: რაც ხდება სააკაშვილის გარშემო, არახალია - მის მიერ საზღვრის უკანონოდ კვეთის შემდეგ დაიწყო ეს სერიალი, რომელიც დღემდე გრძელდება და მაშინ აქტიურდება, როდესაც მათ სიტუაციურად აწყობთ
- +

24 მარტი. 2023. 00:58

 

რაც ხდება მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის გარშემო, არახალია - მის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონოდ კვეთის შემდეგ დაიწყო ეს სერიალი, რომელიც დღემდე გრძელდება და რომელიც მაშინ აქტიურდება, როდესაც მათ სიტუაციურად აწყობთ, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

როგორც კი ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია მეტ-ნაკლებად დაიძაბება და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა ნებისმიერ დემოკრატიაში, მაშინ ავტომატურად ხდება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხის პოლიტიზება და ამით დაშლის პირას მყოფი ნაცმოძრაობა ცდილობს, რაიმე ფორმით მიიპყროს ყურადღება“, - აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner