logo_geo
eng_logo
ამ დროისთვის ამალი-დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის საშიშროება აღარ არსებობს
- +

31 აგვისტო. 2016. 21:20



სახელწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს განცხადებით დღეს, საღამოს 19:20 საათზე ამალი -დევდორაკის ხეობაში უხვი ატმოსფერული ნალექისა და მყინვარის ზონაში დაგროვებული წყლის მასის პროვოცირებით ადგილი ჰქონდა ღვარცოფული ნაკადის გავლას.


 ქვა-ტალახოვანმა მასამ საქართველოს სამხედრო გზამდე ვერ ჩააღწია და დაილექა მდინარის ტრანზიტის (კალაპოტის) ზონაში.


დევდორაკიდან სპეციალისტების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, შსს-ს საპატრულო პოლიციამ მყისიერად დაიწყო შემთხვევის ადგილიდან მოქალაქეთა ევაკუაცია. პრევენციის მიზნით, ჩაიკეტა საავტომობილი გზა თბილისი-მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის 136-137-ე კილომეტრზე და დარიალის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი.


ამ დროისთვის ამალი-დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის საშიშროება აღარ არსებობს.


სამთავრობო უწყებების დროული მუშაობის შედეგად აცილებულ იქნა გარკვეული გართულებები.  გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების, შინაგან საქმეთა სამინისტროს,  სახელმწიფო უსაფრთხოებისა და  კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის მიერ მიმდინარეობს დევდორაკის ხეობის და ამალი-დევდორაკის შესართავის მუდმივი მონიტორინგი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner