პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში დღევანდელ გამოსვლას „ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„დღეს თვალნათლივ გამოჩნდა რომ პარლამენტში ოპოზიცია არ არსებობს და თუ არსებობს, ის იმდენად უსუსური - არაკომპეტენტურია, რომ ჯობია, არც არსებობდეს - მათი სავარძლები დარბაზში ცარიელი იყოს!
პრემიერმა ღარიბაშვილმა პირდაპირი მნიშვნელობით გააშიშვლა - პოლიტიკურად გაანადგურა მართლაც სექტად ქცეული ლიბერასტული ე.წ. ოპოზიცია!
რეალური, კომპეტენტური ოპოზიცია არ იარსებებს მანამდე, სანამ მხოლოდ ლიბერასტული სექტაა აღქმული ოპოზიციად. 1000-ჯერ რომ დაუპირისპირდეს ეს სექტა ხელისუფლებას, 1000-ჯერ წააგებს - გაფარჩაკდება. ეს მშვენივრად იცის მმართველმა გუნდმა და წლებია ასე „კენწლავს“ მათ!
დღესავით ნათელია - გვსურს სახელმწიფოში ცვლილებები უკეთესობისკენ - პირველ რიგში უნდა შეიცვალოს უსუსური და საქართველოს სიყვარულისგან დაცლილი ე.წ. ოპოზიცია“, - წერს სანდრო ბრეგაძე.