logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: არც ერთი პროექტი, რომელსაც მოიცავს სამხრეთის დერეფანი, არ შეფერხდება!
- +

31 აგვისტო. 2016. 21:46



„არც ერთი პროექტი, რომელსაც მოიცავს სამხრეთის დერეფანი, არ შეფერხდება" - ეს განცხადება საქართველოს პრემიერმინისტრმა  გიორგი კვირიკაშვილმა, ილჰამ ალიევთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.


აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის თქმით, დიალოგი მიმდინარეობს ყველა მიმართულებით.


"ჩვენ გვაქვს აქტიური დიალოგი ყველა მიმართულებით, პოლიტიკურ ეკონომიკურ სფეროში, გვაერთიანებს პროექტები ტრანსპორტის და ენერგეტიკის სფეროშიც, რომელიც ვითარდება და სარგებელი მოაქვს ჩვენი ერებისთვის," - განაცხადა ილჰამ ალიევმა.


ენერგოუსაფრთხოება და რეგიონში სტაბილურობის აუცილებლობა იყო ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა გიორგი კვირიკაშვილისა და მისი აზერბაიჯანელი კოლეგის შეხვედრაზე. დღეს ასევე ვიცე პრემიერი კახი კალაძე და  სოკარის პრეზიდენტიც აცხადებდნენ, რომ ყველა ის პროექტი, რომელსაც აზერბაიჯანი და საქართველო ერთობლივად ახორციელებდნენ დროულად იქნება დასრულებული.   




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner