logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიქოვანი: პრემიერ-მინისტრმა ძალიან ზუსტად თქვა, რომ ჩვენ ვდგავართ ძალიან დიდი საფრთხის წინაშე - ბირთვული საფრთხის წინაშე
- +

24 მარტი. 2023. 16:36

 

 

„დღევანდელი უსაფრთხოების გამოწვევების შეფასებისას პრემიერ-მინისტრმა ძალიან ზუსტად თქვა, რომ  ჩვენ მართლაც ვდგავართ ძალიან დიდი საფრთხის წინაშე - ბირთვული საფრთხის წინაშე. ეს დინამიკა ნამდვილად არსებობს და ამაზე მხოლოდ ჩვენ არ ვსაუბრობთ“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა პლენარულ სხდომაზე, სადაც  პრემიერ- მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ინტერპელაციის წესით მოუსმინეს.

 

მისი თქმით,  ოპოზიციაშიც არიან ადამიანები, რომელთაც კარგად ესმით ამ საფრთხის მნიშვნელობა.

 

„დარწმუნებული ვარ, არიან ადამიანები ოპოზიციაშიც, რომელთაც კარგად ესმით, რომ ეს საფრთხე განსაკუთრებით რთულია საქართველოსთვის, რადგან მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი სამიზნე. შეუძლებელია, ჩვენ ვერ დავინახოთ, რომ ქვეყნის წინაშე დგას საფრთხეები და  რაღაცნაირად ვიღაცას შეიძლება ამ საფრთხის შეგრძნება ჰქონდეს განელებული. სამხედრო ესკალაციის პირობებში, აქ „ ქართული ოცნების“ უსაფრთხოება კი არ დგას  რისკის ქვეშ, აქ მთლიანი სახელმწიფო, მთელი სახელმწიფოებრიობის საკითხი დგას  საფრთხის ქვეშ და ზუსტად  ჩვენი  პრაგმატული პოლიტიკით (და  პრემიერ-მინისტრის პოზიციაც ეს იყო)  ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მშვიდობა, ჩვენი მოსახლეობის სიცოცხლე და სახელმწიფოებრიობა. ამაში თანამონაწილეობა ევალება აბსოლუტურად ყველას და განსაკუთრებით ისეთ დროს, როცა მძვინვარებს ომი - მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი ომი ევროპის კონტინენტზე. კარგად დავინახეთ ის, რაზეც შეთანხმებული იყო მსოფლიო, ის, რაზეც იდგა მსოფლიო წესრიგი, ის, რაზეც იდგა საერთაშორისო თანამეგობრობა, ამ ინსტიტუტებმა ვერ იმუშავეს და,  შესაბამისად,  მივიღეთ ის უდიდესი მსხვერპლი,  უდიდესი უსამართლობა და აგრესია, რომელზეც პრემიერმა ისაუბრა.  ამიტომ  ჩვენც უნდა დავფიქრდეთ იმაზე, მომავალში როგორი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და  უსაფრთხოების არქიტექტურა“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner