logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: ბუმბაზის მორიგი აბრაკადაბრა!
- +

24 მარტი. 2023. 17:08

 

 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი პარლამენტის წევრ გუბაზ სანიკიძის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„ბუმბაზის მორიგი აბრაკადაბრა!

 

ეს ვეებერთელა წარმონაქმნი მიმართავს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს, ვერც ერთს ვერ გცნობთ, მე რომ მიშა სააკაშვილს ვებრძოდი, თქვენ მაშინ სად იყავითო? ჰო, აი, გეკითხებით, მაშინ სად იყავითო?

 

ბიჯოოოო... ესე იგი, ამაყობს იმით, რომ ებრძოდა სააკაშვილს და ახლა ისევ ამაყობს იმით, რომ არის იმავე სააკაშვილის მხარეს.

 

თუ ამ პროგრამით ივლის, ცოტა ხანში „ნაცებს“ წამოაძახებს, მე რომ ბიძინას ვებრძოდი, მაშინ სად იყავითო? ერთი ეგ არი, იმ დროს ბიძინას მხარეს ვეღარ იქნება, მაგას ისეთი პანჩური ამოარტყეს, იქ ვეღარ მისუნავს.

 

არა, რაააა... ეს ბეჰემოტი გონებრივად ნაკლულიც ყოფილა, უმრავლესობის წევრებს მოუწოდებს, დავით აღმაშენებლის „გალობანი სინანულისანი“ წაიკითხეთო, ბიძინასაც წააკითხეთ, მაგას კითხვა არ უყვარს, მარტო მოსმენა უყვარსო.

 

გაიბლანდა... „გალობანი სინანულისანი“ თავის კუმირ მიშასთვის უნდა შეეთავაზებინა.

 

რაღა დაგიმალოთ და ბუმბაზი ნამდვილად არ ტოვებს ნაკითხ-განათლებულის შთაბეჭდილებას, უფრო ტყლუ შესაძლებლობებს ამჟღავნებს“, - წერს გელა ზედელაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner