ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„ოპაააა!
ირაკლი ღარიბაშვილმა გადაწყვიტა, ყველას და ყველაფერს დაარქვას თავისი სახელი - მისი თქმით, გუბაზ სანიკიძე 100 ათას დოლარად მიეყიდა მიხეილ სააკაშვილს.
რა თქმა უნდა, სანიკიძე ძალზედ შეაშფოთა (აღაშფოთა) ამ ინფორმაციის გამჟღავნებამ და პრემიერს რეპლიკაც ესროლა, მაგრამ იმავე პრემიერმა საკადრისი პასუხი ჩააბარა - მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ადამიანი ადრე ოცნებობდა მილიონ დოლარზე, ახლა გაიყიდა 100 ათასად და არის ნაძირალა, არის მოღალატე!
ბრავო, პრემიერო, თქვენს უკან საქართველოა, არავითარი დანდობა, არავითარი შენდობა, არც ერთი ნაბიჯი უკან - მართლაც, ყველას და ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი!“ - წერს გელა ზედელაშვილი.