საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციონერ დეპუტატს გუბაზ სანიკიძეს ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ოპოზიციონერ გუბაზ სანიკიძეს კიბეებთან დაედევნენ. ღუდუშაურმა სანიკიძეს ფეხი მოუქნია.
ფიზიკური დაპირისპირება „ქართული ოცნების“ წევრებსა და გუბაზ სანიკიძეს შორის მოხდა. დაპირისპირებაში „ოცნების“ დეპუტატები დავით მათიკაშვილი და ალუდა ღუდუშაური მონაწილეობდნენ.
დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც საპარლამენტო ტრიბუნიდან პრემიერმა ღარიბაშვილმა გუბაზ სანიკიძეს სულგაყიდული მოღალატე უწოდა.