საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ბათუმში ჩაფრინდა, სადაც 25 და 28 მარტს ორ მატჩს გამართავს. ბათუმის აეროპორტში გადაღებული ფოტოები ეროვნული ნაკრების Facebook-ზე გამოქვეყნდა.
25 მარტს 18:00 საათზე, საქართველოს ნაკრები მონღოლეთის წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს, 28 მარტს, 20:00 საათზე კი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩს გამართავს - ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდის მეტოქე ნორვეგიის ნაკრები იქნება.