logo_geo
eng_logo
გიორგი მამაცაშვილი: ეს ის მწარე სიმართლეა, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა საჯაროდ მიახალა პირში გუბაზ სანიკიძეს!
- +

24 მარტი. 2023. 23:02

 

 

მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი გიორგი მამაცაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

“სულგაყიდული", "არაკაცი", "ნაძირალა", "ასიათას დოლარად გაყიდული", "მოღალატე" - ეს ის მწარე სიმართლეა, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საჯაროდ მიახალა პირში სააკაშვილის ბოლოდროინდელ მოჰიკანს და საქართველოს სამასმეათე სირცხვილს გუბაზ სანიკიძეს...

 

არადა, ჯერ კიდევ ოთხი წლის უკან ვეუბნებოდი სანიკიძეს - საკუთარ სამშობლოს შორდები-მეთქი, მაგრამ ვინ დაიჯერა? ასიათასი დოლარი ამჯობინა იმ საამაყო სახელს, ლევან სანიკიძის შვილობა რომ ჰქვია...

 

 ვახ, რა ძნელია, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს და სააკაშვილის მონობას ერთნაირი ენთუზიაზმით როცა აწერ ხელს...

 

ბრავო, პრემიერს!

 

მისი დღევანდელი გამოსვლა ინტერპელაციის მსვლელობის დროს იყო ის ერთადერთი სიმართლე, რამაც შარვლიდან ამოყარა ნაცების ხელისბიჭები და ხელისგოგონები.

 

ბოკუჩავამ ბრძანა, სიძულვილის ენას ამჯობინებთო და ალბათ დაავიწყდა, რომ ბოლოდროინდელი ქმედება და საუბარი მათი და მათთან აფილირებული ხალხისა სიძულვილის და ზიზღის მეტი მართლა არაფერია. იდეური მოწინააღმდეგეების მისამართების გამოქვეყნებას აპირებდნენ და სახლებში მივარდნებს აანონსებდნენ და მისი ჩხავილი არავის გაუგია წინა კვირაში... ნუთუ არ გაუგია?!

 

ჩაგვრა, ბულინგი და ზიზღი - ესაა ომის პარტიისა და მასთან ჩახუტებული ჩარჩებისა და თაღლითების მთავარი მამოძრავებელი ძალა და არც ისაა დამალული, მათი მთავარი მიზანი რომ ომში ჩართვაა ჩვენი ქვეყნისა...

 

დღეს ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გააშიშვლა და საზოგადოებას ნათლად დაანახა ბინძური პოლიტიკანების სახე!

 

არადა, მართლა მონაგონი იქნებოდა ბურჩა და მარიუპოლი, სამადაშვილების და ნაბიჭვრიშვილების ჭკუაზე რომ გაევლო ხელისუფლებას.

 

მადლობა ღმერთს, სწორი გზით მივდივართ და უკვე მერამდენედ გადარჩა ჩვენი სამშობლო ნგრევას...

 

"თქვენ ერთხელ უკვე დაანგრიეთ ქვეყანა და მეორედ აღარ დაგანგრევინებთ!" - ეს იყო პრემიერის გამოსვლის ფინალური აკორდი და შეუძლებელია, არ დავეთანხმო.

 

ნეოფაშისტებისა, ნეოსაკაშვილისტებისა და ნეომერაბიშვილების ასარევი საქართველო ჩვენ არ გვაქვს!

 

კოდუებისა და ახალაიების გასაჯიჯგნი სამშობლო არ გვაქვს ჩვენ!

 

კეზერაშვილებისა და ხაბეიშვილების საჯამბაზო არენად აღარ გადაიქცევა ჩვენი ქვეყანა!

 

P.S.

 

ახლა ნამდვილად ის დროა, ყველა დამნაშავემ საკადრისად აგოს პასუხი და ჩანერგილებისგანაც გასუფთავდეს ყველა სტრუქტურა, რადგან "არ გასწორდების კუდი ძაღლისაი და არცა კირჩხიბი მართლად ვალს"...

 

დიახ, მეხუთე კოლონის მეხოტბეთა ამქარს კოვზი ნაცარში ჩაუვარდა!

 

ერთიცაა: საქართველოს არჩევანი ევროპაა და ქექონ ახლა ნაცარი და სული უბერონ "ვივა-მედში" მყოფ გიულის ძეს, ვიდრე რუსთავისკენ გაუმწესებიათ ან ხონისკენ მიმავალ გზას დადგომია თავად“, - წერს გიორგი მამაცაშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner