„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„დღეს პარლამენტში ე.წ. ოპოზიციის საჯარო "გაროზგვის" დროს, რომელიც პრემიერ-მინისტრმა დაიწყო, ხოლო ჰუმანურობის პრინციპიდან გამომდინარე, ირაკლი კობახიძემ "საკონტროლო"-თი დაასრულა - საინტერესო შეკითხვა დასვა მართველი პარტიის თავმჯდომარემ: "დედა რომ ხარ, ძმა რომ ხარ, შვილი რომ ხარ, როგორ შეიძლება ცივი მჭადი მიუტანო თბილი პურის მაგივრად, იმისათვის რომ ის არ გასუქდეს?".
ეგრევე გამახსენდა მათეს სახარება (7:9-10) და უფლის შეკითხვა მოწაფეებისადმი: "თუ გეგულებათ თქვენს შორის კაცი, შვილმა რომ პური სთხოვოს და ქვა მისცეს მას? ან თევზი სთხოვოს და გველი მისცეს მას?". კი უფალო, გვეგულება - არის ასეთი კაციც, არის ასეთი ქალიც. საკუთარი შვილის "ოსვენციმის" ბინადარის დონემდე მიყვანით რომ არის დაკავებული და მერე მისი ნახევრადშიშველი ფოტოებით სტრასბურგში რომ ტრაბახობს...
ელენე გიორგაძის დიეტაზე ვინ არა ვყოფილვართ ცხოვრებაში ერთხელ მაინც. ზოგს - უგულავას დიეტაც ახსოვს. ზოგს - აბაშიშვილის. ყველა ჩამოთვლილს ალბათ "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის" ლიცენზია ექნებოდა. მაგრამ - "გიულას დიეტა" რა კატეგორიას მივაკუთვნოთ? ალბათ სადო-მაზო-ფსიქიატრიულს“, - წერს დავით ქართველიშვილი.