logo_geo
eng_logo
არჩილ გამზარდია: წელიწადნახევარი ვიმუშავე GDS-ში, თუმცა...
- +

31 აგვისტო. 2016. 22:25



ანა ლიტიკოსი არჩილ გამზარდია ტელეკომპანია GDS-ში მისი მუშაობის პერიოდს იხსენებს და არხის ხელმძღვანელობასა და ბიძინა ივანიშვილს მადლობას უხდის.


„წელიწადნახევარი ვიმუშავე ტელეკომპანია „ჯიდიესში", აქედან ნახევარი წელი ტელეპროექტ „კვირის 2030" მთავარ პროდიუსერად და წამყვანად, ხოლო თითქმის წელიწადი გენერალური პროდიუსერის კონსულტანტად. საინტერესო და მრავალფეროვანი იყო ამ ტელევიზიაში მუშაობა, თუმცა, ვთვლი, რომ ახალი გამოწვევები უფრო საინტერესო იქნება ჩემი ცხოვრების მიმდინარე პერიოდში და ამიტომ თანამშრომლობის გაგრძელების შემოთავაზების მიუხედავად, გადავწყვიტე ჯიდიესში მუშაობაზე ამ ეტაპზე უარი ვთქვა.

 

საინტერესო და მრავალფეროვანი იყო ამ ტელევიზიაში მუშაობა, ეს რიგით მესამე ტელევიზიაა, სადაც მიმუშავია დღემდე. ნამდვილად მინდა ვუთხრა მადლობა ამ არხის დირექციას, ასევე ყოფილ გენერალურ პროდიუსერს - ვასო მაღლაფერიძეს, რომელთანაც ურთიერთობაში დადებითიც გამოვიარე და გაუგებრობებიც, თუმცა ბოლოს შესანიშნავად ვითანამშრომლეთ, და უმთავრესად, ყოფილ პრემიერ მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს, რომლის პირადი შეთავაზებით და მოწადინებით დავიწყე და გავაგრძელე ურთიერთობა ჯიდიესთან.

 

აქვე მინდა გავაკეთო შეთავაზებაც. თუ ვინმეს კონსულტანტი გჭირდებათ ორგანიზაციული მენეჯმენტისა ან პიარის მიმართულებით, მაქვს შესაძლებლობა ახალ შეთავაზებებზე ვიმუშავო.

გაუმარჯოს სიახლეებს."- აღნიშნავს გამზარდია.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner