logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე დეგნანის განცხადებაზე: წინა ხელისუფლების დროს, როდესაც ყველა მსხვილი მედია გვარწმუნებდა რომ „ცხოვრება მშვენიერია“ მაშინ საელჩოც ეთანხმებოდა ამას, სწორედ ეს შეიცვალა 2012 წლის შემდეგ და ამ ცვლილების დანახვა არ უნდა ელჩს
- +

25 მარტი. 2023. 13:24

 

 

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებას ეხმიანება, რომლის შეფასებითაც საქართველო შეინიშნება მედიაგარემოს დავიწროება, რაც ქმნის მოსახლეობის არასათანადო ინფორმირების რისკებს, რაც მათი მხრიდან გამოიწვევს არაინფორმირებულ არჩევანს.

 

ანალიტიკოსი იხსენებს როგორ მოქმედებდა ყველა მსხვილი მედია წინა ხელისუფლების დროს და რა ცვლილებები მოხდა 2012 წლის შემდეგ.

 

მისივე თქმით, სწორედ ამ ცვლილებების დანახვა არ სურს ამერიკის ელჩს.

 

„ელჩისვე სიტყვებს დავესესხები, „საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია სხვადასხვა ხედვასთან დაკავშირებით და არა ინფორმაცია ერთი და იმავე მიმართულებით“. ზუსტად ეს ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს, როდესაც ყველა მსხვილი მედია სახკანცელარიიდან მიღებული ინსტრუქციებით, ერთი მიმართულებით გვარწმუნებდა რომ „ცხოვრება მშვენიერია“, მაშინ საელჩოც ეთანხმებოდა ამას და იყო სიამტკბილობაში „ნაცებთან“ სწორედ, ეს შეიცვალა 2012 წლის შემდეგ და ამ ცვლილების დანახვა არ უნდა ელჩს, და გასაგებია რატომაც. კი ბატონო, ვერ ვაიძულებთ, მაგრამ გვაქვს უფლება ვუთხრათ Please, don't lie!“ - წერს ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner