logo_geo
eng_logo
ზვიად ტომარაძე: ამ სიბეცის წამოყრანტალებით, მარგველაშვილმა არალეგიტიმურად აღიარა...
- +

31 აგვისტო. 2016. 22:26



„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI"-ის დირექტორი ზვიად ტომარაძე  სოციალურ ქსელში წერს:



„დღეს გიორგი მარგველაშვილმა იგივე სისულელე გაიმეორა, რაც 10 აგვისტოს განაცხადა, რეფერენდუმი იმიტომ არ დავნიშნე, "რეფერენდუმის შესახებ" კანონში წერია, რეფერენდუმი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უნდა ჩატარდეს და რომ დამენიშნა ამით აფხაზეთის და სამაჩაბლოს არაღიარების პოლიტიკას საფრთხე დაემუქრებოდაო...

 

ეს იმდენად ბრიყვული განცხადებაა, არათუ პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის, არამედ დამწყები იურისტისთვისაც შეურაცხმყოფელი იქნებოდა. "რეფერენდუმის შესახებ" კანონში ეგ იმიტომ წერია, რომ რეფერენდუმის ჩატარება არ შეიძლება მხოლოდ რომელიმე რეგიონში (მაგალითად იმერეთში, აჭარაში, კახეთში...) ან რომელიმე რეგიონის გამოკლებით. ანუ რეფრენდუმი ტარდება იმ ტერიტორიაზე, რომელსაც რეფერენდუმის ჩატარების მომენტში აკონტროლებს ხელისუფლება. ის კიდევ ცალკე საუბრის თემაა, რომ ამ სიბეცის წამოყრანტალებით მარგველაშვილმა არალეგიტიმურად აღიარა ბოლო 20 წლის მანძილზე საქართველოში ჩატარებული არჩევნები, რეფერენდუმი და პლებისციტი..."


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner