„ჩნდება კითხვა - კეზერაშვილის ხელწერას იმეორებს დიმიტრი ჩიქოვანიც თუ ეს პირდაპირ კეზერაშვილის ხელწერაა?! ამაზე პასუხს მალე გავიგებთ, მაგრამ ფაქტია, რომ შემთხვევითი არ არის შალვა რამიშვილის მიმართ დაწყებული „გაშავების“ კამპანია; შემთხვევითი არ არის ქალბატონი თათიასა და დიმიტრი ჩიქოვანის შეხვედრა და მათ შორის დაპირისპირების ნიადაგზე კარადაში დაკეტილი ქალბატონის პოვნა,” - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ფეისბუკზე წერს.
როგორც ის აღნიშნავს, „ნაციონალური მოძრაობის“ პროდასავლურობა მითია.
„ნაციონალური მოძრაობა“ ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც საავტორო უფლებები გააჩნია ადამიანის წამებაზე, ქართველი კაცის გაუპატიურებაზე, ადამიანის სიცოცხლის ხელყოფაზე, ბიზნესის რეკეტზე, ქონების წართმევაზე, ადამიანების გატაცებასა და ზღვაში დაძირვაზე, ეკლესიის ნგრევაზე და ღვაწლმოსილი აკადემიური წრის პირდაპირ ჩარეცხვაზე. ეს არის ძალა, რომლის პროდასავლურობა მითია. ეს არის ძალა ქართულ პოლიტიკაში - რუსული ხელწერით. დიახ, მხოლოდ ფაქტებით - რუსულმა ნაციონალურმა მოძრაობამ რუსებზე გაყიდა ენგურჰესი-რუსული კომპანია „რაოესი“; ჟინვალჰესი, შაორჰესი... გარდაბნის მე-9 ენერგობლოკი, მე-10 ენერგობლოკი, მაღალი ძაბვის გადამცემი 500 კილოვატიანი ხაზები - „მადნეული“, საბორნე გადაზიდვები ფოთიდან და ბათუმიდან, ელმავალთმშენებელი ქარხანა და სხვა.
სამწუხაროდ ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია და მე მხოლოდ უკვე ჩამოთვლილზე შევჩერდები. ახლა, მინდა შევეხო პოლიტიკური რეინკარნაციის შედეგად კვლავ გამოჩენილ კეზერაშვილს, რომელიც ამ სისტემის („ნაციონალური მოძრაობის“) ორგანული ნაწილი და არაერთი უკანონო დავალების შემსრულებელი იყო და ამადვე რჩება.
ეს არის კაცი, რომელიც 2008 წლის ომით გამდიდრდა, დიახ ომით ხალხნო! მაშინ, როცა ჩვენი ბიჭები სამშობლოსთვის იხოცებოდნენ, ეს საბრძოლო იარაღს ყიდდა და ფულს ითვლიდა. ამას გარდა, ის არის კაცი, რომელმაც, სულ რამდენიმე დღის წინ, დავა წააგო საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან და, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისება-გაფლანგვის გამო, 5 მილიონ 60000 ლარი აქვს გადასახდელი. ამ ამბებს არანაკლებ მძიმე საქმე წამოეწია - ახლახან გაირკვა, რომ დავით კეზერაშვილის ცოლის ძმის დიმიტრი ჩიქოვანის საცხოვრებელ ბინაში, თათია სამხარაძესა და დიმიტრი ჩიქოვანს შორის კონსპირაციული შეხვედრა შედგა, მათ შორის მოხდა მწვავე კონფლიქტიც. (თათია სამხარაძე - ქალბატონი, რომელიც შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს). დავით კეზერაშვილის ცოლის ძმის საცხოვრებელ ბინაში სამართალდამცველები მივიდნენ და თათია სამხარაძე ბინაში, კერძოდ კარადაში იპოვეს.
ჩნდება კითხვა - კეზერაშვილის ხელწერას იმეორებს დიმიტრი ჩიქოვანიც თუ ეს პირდაპირ კეზერაშვილის ხელწერაა?! ამაზე პასუხს მალე გავიგებთ, მაგრამ ფაქტია, რომ შემთხვევითი არ არის შალვა რამიშვილის მიმართ დაწყებული „გაშავების“ კამპანია; შემთხვევითი არ არის ქალბატონი თათიასა და დიმიტრი ჩიქოვანის შეხვედრა და მათ შორის დაპირისპირების ნიადაგზე კარადაში დაკეტილი ქალბატონის პოვნა. - ნუთუ თათია საგანგებოდ დაიბარეს და შენიშვნა მისცეს, ნუთუ მან კეზერაშვილის დავალება კარგად ვერ შეასრულა?! - არ ვიცი, ეს ყველაფერი გაირკვევა, კარგია, რომ ქალბატონი თათია გადაარჩინეს, ის უვნებელი და ცოცხალია. ეჭვია, ამ საქმეს თავისი დამკვეთი და შემსრულებელი ჰყავს. ეჭვია, რაღაც დიდ სქემას აეხდება ფარდა და შალვა რამიშვილის წინააღმდეგ საგანგებოდ გაცოცხლებულ საქმეს, ფაქტია, ქალბატონი თათიასა და დიმიტრი ჩიქოვანის სულ ცინცხალი, ახალი საქმე ჩაენაცვლება“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.