logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე კეზერაშვილზე: დროისა და სივრცის მიუხედავად, იგივე ხელწერას იყენებს სასურველი შედეგის მისაღებად - ფულით ვერ მოისყიდის? არაკანონიერ ქმედებასაც ჩაიდენს, მოიტაცებს, დააშინებს...
- +

25 მარტი. 2023. 15:40

 

 

„მოკლედ, „ყველა გზა კეზერასთან მიდის“, - ასე ეხმაურება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ჟურნალისტისა და აქტივისტის თათია სამხარაძისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის ცოლის ძმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

 

მისივე თქმით, კეზერაშვილი იმავე მეთოდების „ერთგულია“, რომელთაც ხელისუფლებაში ყოფნისას მიმართავდა.

 

„ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ყველას ახსოვს კეზერაშვილის მეთოდები, სასურველი შედეგის მისაღებად:

 

შანტაჟი

 

მუქარა

 

მოსყიდვა

 

გამოძალვა

 

ფიზიკური ლიკვიდაცია

 

ჰოდა, დროისა და სივრცის მიუხედავად, იგივე ხელწერას იყენებს სასურველი შედეგის მისაღებად - ფულით ვერ მოისყიდის? არაკანონიერ ქმედებასაც ჩაიდენს, მოიტაცებს, დააშინებს... რა მნიშვნელობა აქვს ხელისუფლებაშია თუ ოპოზიციაში?! მოძალადე იყო კეზერაშვილი და მოძალადედვე დარჩება. საკუთარი ბინძური ჩანაფიქრების შესრულება ცოლის ძმას დაავალა და, ადრე თუ სახელმწიფო უწყებების გამოყენებით ცდილობდა მერკანტილური სურვილების დაკმაყოფილებას, ახლა ნათესავების საშუალებით ცდილობს. უბრალოდ, ერთი რამ ავიწყდება, ამ ქართული ჯარის ხარჯზე გამდიდრებულ ნაძირალას:  ნაცრეჟიმი წარსულს ჩაბარდა და „გვამების“ ზღვაში გადაყრას, რეზონანსის გარეშე ვერ მოახერხებს. ახლა 2003 წელი აღარ არის, აღარც საინფორმაციო ველია მისგან უზურპირებული... „როგორც ძაღლის კუდი არ გასწორდება“, ისე კეზერაშვილი ვერ მოიშლის ნაძირლობას! და „როგორც კუზიანს სამარე გაასწორებსო“, ისევე უნდა მიეჩინოს კეზერაშვილის დაფინანსებულ „ჯიბის გოშიებს“, კუთვნილი ადგილი - პოლიტიკური სამარე!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner