logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე კეზერაშვილის ცოლის ძმის მიერ თათია სამხარაძის შესაძლო გატაცების ფაქტზე: არავინ მისცეს თავს უფლება, რაიმე ფორმით ხელი შეუშალოს გამოძიების სრულფასოვნად ჩატარებას
- +

25 მარტი. 2023. 17:35

 

 

„არავინ მისცეს თავს უფლება, რაიმე ფორმით ხელი შეუშალოს გამოძიების სრულფასოვნად ჩატარებას“, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც კეზერაშვილის ცოლის ძმის მიერ თათია სამხარაძის შესაძლო გატაცების ფაქტს გამოეხმაურა.

 

„საგამოძიებო ორგანოს მხრიდან მიღებულია გადაწყვეტილება, რომ გამოძიება უნდა დაიწყოს. არავინ მისცეს თავს უფლება, რაიმე ფორმით ხელი შეუშალოს ამ საკითხზე გამოძიების სრულფასოვნად ჩატარებას. დღეს, პოლიტიკურად, შეიძლება ბევრი ადამიანისთვის სასურველი იყოს, რომ რაიმე ფორმით ხელი შეუშალოს გამოძიებას“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დიმიტრი ჩიქოვანის მიერ თათია სამხარაძის მიმართ შესაძლო თავისუფლების აღკვეთასა და ძალადობაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 126-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner