logo_geo
eng_logo
ზურაბ აზარაშვილი იოახიმ შტამპის შეხვდა
- +

25 მარტი. 2023. 20:34

 

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი გერმანიის ფედერალური მთავრობის მიგრაციის საკითხებში სპეციალურ რწმუნებულს იოახიმ შტამპის შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა შრომითი მიგრაციის, მიგრანტთა უფლებებისა და ცირკულარული შრომითი მიგრაციის საკითხები განიხილეს.

„შეხვედრაზე, ხაზი გაესვა საქართველოში, შრომითი მიგრაციის რეგულირების მნიშვნელობას და ამ მიმართულებით კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხორციელებას.

ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, დაგეგმილი ცვლილებების განხორციელება ხელს შეუწყობს ლეგალურ შრომით მიგრაციას; არალეგალური შრომითი მიგრაციის შემთხვევების შემცირებას; საქართველოს ფარგლებს გარეთ, შრომით მოწყობასთან დაკავშირებული ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობაზე სახელმწიფო მონიტორინგის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებას და მათი კანონიერი საქმიანობის წახალისებას.

თავის მხრივ, იოახიმ შტამპიმ, უწყების ხელმძღვანელს, მიგრაციის პოლიტიკის მიმართულებით გერმანული მხარის მიზნები და სამომავლო გეგმები გააცნო.

გერმანიის ფედერალური მთავრობის მიგრაციის საკითხებში სპეციალურმა რწმუნებულმა საქართველოში მიმდინარე რეფორმების მიმართ მხარდაჭერა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

შეხვედრას მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია, საქართველოს ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლევან იზორია, მიგრაციის საკითხებში გერმანიის ფედერალური მთავრობის სპეციალური რწმუნებულის ბიუროს უფროსი პეტერ შმიდტი და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის მოადგილე საქართველოში ტანია ჰუტიესწრებოდნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner