ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი facebook-ზე წერს:
„ესე იგი, როცა მე და ჩემი ჯარის „ამხანაგებ" რუსებს ვებრძოდით, თქვენ, ზოგიერთი ქარაქუცა პატრიოტები მაშინ აკვნებში იყავით ჩაკრულები და რუსული „პარაშოკით" დაყენებულ რძეს წოვდით. არ მინდოდა ამის გამომზეურება, მაგრამ მაიძულეთ!
მაშ, ასე, 1981-1983 წლები. ვლადივოსტოკი:
1. ჩვენ ღამის 4 საათზე, გაგანია ზამთარში, ერთი ნამძინარევი რუსი გავიყვანეთ გარეთ და ჩავაგდეთ წყლით სავსე ბასეინში. გაგიჟდა!
2. ღამის 3 საათზე, როცა მთელ "როტას" ეძინა, რუსებს ფეხის თითებში გავუკეთეთ "პრავდა" და წავუკიდეთ ცეცხლი. მთელი ღამე დარბოდნენ გიჟებივით!
3 მე და ბათუმელმა მიშამ 2 წლის განმავლობაში უნიტაზში თავი ჩავაყოფინეთ 15-მდე რუსს. მივაჩმორეთ!
4. „კაზარმაში" გვქონდა დიდი მაგნიტოფონი, სადაც ჩაწერილი იყო "ჩიტო-გვრიტო". ერთხელ რუსებმა გამოგვირთეს და ჩართეს ვალერი ლეონტიევი. უცებ ჰაერში აფრინდა 150 "ტაბურეტკა". მართალია, რამდენიმე „ტაბურეტკა" ჩვენც მოგვხვდა, მაგრამ რას დავეძებდით? ისევ ჩართეს „ჩიტო-გვრიტო". მივაჩმორეთ!
5. მე და ჭიათურელმა გივიამ 2 წლის განმავლობაში უმიზეზოდ გავძუყნეთ 50-მდე რუსი. მართალია, ზოგჯერ ჩვენც გვხვდებოდა, მაგრამ რას დავეძებდით? `პალაჟენიის` დაყენება მსხვერპლს ითხოვდა!
6. ერთხელ ერთმა რუსმა თქვა, თბილისის „დინამომ" ევროპის თასი რო აიღო, მკიდიაო. წავიყვანეთ „კლადოვკაში" და ვაწამეთ. სულ სველი „მეშოკებით" ვცემეთ, „ნაჩალნიკობა" ვერაფერს მიხვდა!
გავაგრძელო? ჩვენ ისეთებიც გვაქვს ჩადენილი, ვლადიმერ პუტინმა რომ იცოდეს, ძებნას გამოაცხადებდა. ამიხსენით, ახლა თქვენ, ვიღაც უდღეურები ებრძვით რუსებს? ვაი, თქვენს პატრონს!!!", - წერს ზედელაშვილი.