logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: ისეთები გვაქვს ჩადენილი, ვლადიმერ პუტინმა რომ იცოდეს...
- +

31 აგვისტო. 2016. 22:26



ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი facebook-ზე წერს:



ესე იგი, როცა მე და ჩემი ჯარისამხანაგებ" რუსებს ვებრძოდით, თქვენ, ზოგიერთი ქარაქუცა პატრიოტები მაშინ აკვნებში იყავით ჩაკრულები და რუსულიპარაშოკით" დაყენებულ რძეს წოვდით. არ მინდოდა ამის გამომზეურება, მაგრამ მაიძულეთ!

 

მაშ, ასე, 1981-1983 წლები. ვლადივოსტოკი:

 

1. ჩვენ ღამის 4 საათზე, გაგანია ზამთარში, ერთი ნამძინარევი რუსი გავიყვანეთ გარეთ და ჩავაგდეთ წყლით სავსე ბასეინში. გაგიჟდა!

 

2. ღამის 3 საათზე, როცა მთელ "როტას" ეძინა, რუსებს ფეხის თითებში გავუკეთეთ "პრავდა" და წავუკიდეთ ცეცხლი. მთელი ღამე დარბოდნენ გიჟებივით!

 

3 მე და ბათუმელმა მიშამ 2 წლის განმავლობაში უნიტაზში თავი ჩავაყოფინეთ 15-მდე რუსს. მივაჩმორეთ!

 

4. „კაზარმაში" გვქონდა დიდი მაგნიტოფონი, სადაც ჩაწერილი იყო "ჩიტო-გვრიტო". ერთხელ რუსებმა გამოგვირთეს და ჩართეს ვალერი ლეონტიევი. უცებ ჰაერში აფრინდა 150 "ტაბურეტკა". მართალია, რამდენიმეტაბურეტკა" ჩვენც მოგვხვდა, მაგრამ რას დავეძებდით? ისევ ჩართესჩიტო-გვრიტო". მივაჩმორეთ!

 

5. მე და ჭიათურელმა გივიამ 2 წლის განმავლობაში უმიზეზოდ გავძუყნეთ 50-მდე რუსი. მართალია, ზოგჯერ ჩვენც გვხვდებოდა, მაგრამ რას დავეძებდით? `პალაჟენიის` დაყენება მსხვერპლს ითხოვდა!

 

6. ერთხელ ერთმა რუსმა თქვა, თბილისისდინამომ" ევროპის თასი რო აიღო, მკიდიაო. წავიყვანეთკლადოვკაში" და ვაწამეთ. სულ სველიმეშოკებით" ვცემეთ, „ნაჩალნიკობა" ვერაფერს მიხვდა!

 

გავაგრძელო? ჩვენ ისეთებიც გვაქვს ჩადენილი, ვლადიმერ პუტინმა რომ იცოდეს, ძებნას გამოაცხადებდა. ამიხსენით, ახლა თქვენ, ვიღაც უდღეურები ებრძვით რუსებს? ვაი, თქვენს პატრონს!!!", - წერს ზედელაშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner