logo_geo
eng_logo
საქართველოს პარლამენტი გლობალურ გარემოსდაცვით კამპანია „დედამიწის საათს" შეუერთდა
- +

25 მარტი. 2023. 22:13

 

საქართველოს პარლამენტი გლობალურ გარემოსდაცვით კამპანია „დედამიწის საათს" შეუერთდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, „დედამიწის საათთან“ დაკავშირებით პარლამენტის სასახლის ფასადზე ელექტროენერგია ერთი საათით გაითიშა.

25 მარტს, მსოფლიო ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გარემოსდაცვით ღონისძიებას - „დედამიწის საათს" აღნიშნავს. კამპანიას, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანის მიერ ელექტროენერგიის გამოყენებაზე ერთი საათით უარის თქმას გულისხმობს, საქართველოს პარლამენტი ყოველწლიურად უერთდება.

ღონისძიების მიზანია კლიმატის ცვლილების შესახებ საზოგადოების ინფორმირება, ცნობიერებისა და პასუხისმგებლობის გაზრდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner