რუსეთი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მასშტაბურ წვრთნებს იწყებს. რუსული მედია, რუსეთის სამხედრო ადმინისტრაციულ ერთეულზე - სამხრეთის სამხედრო ოლქზე დაყრდნობით იტყობინება, რომ კავშირგაბმულობის ჯარების სამეთაურო-საშტაბო სწავლება ოლქის 35 პოლიგონზე, მათ შორის ჩრდილოეთ კავკასიაში, ყირიმში, სომხეთსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაიწყო.
სწავლებაში სამხედრო და სპეციალური ტექნიკის 1 500-მდე ერთეულია ჩართული. სწავლება 12 მარტამდე გაგრძელდება.