„კონსერვატიული პარტია ნორვეგიის პარლამენტის ყველაზე მსხვილო ოპოზიციური პარტიაა. იგი არის „EPP“-ს წევრი, ანუ დიდი ხანია ნაცებს ეხუტებიან. გამოდის რომ „EPP“-ში შემავალმა ერთმა პარტიამ ჯილდო მეორეს მისცა“, - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა მიხეილ სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემაზე.
როგორც ექსპერტი აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილის ოჯახი ამ თემით მანიპულირებს, თითქოს ნორვეგიის სახელმწიფომ გადასცა ჯილდო.
„მიხეილ სააკაშვილი და მისი გარემოცვა მანიპულირებენ, რომ ჯილდო ნორვეგიისგან მიიღო და ქმნიან აზრს, თითქოს, ნორვეგიის სახელმწიფომ გადასცა ეს ჯილდო, რაც აბსოლუტური სიცრუე და ტყუილია.
კონსერვატიული პარტია ნორვეგიის პარლამენტის ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიაა. იგი არის „EPP“-ს წევრი, ანუ დიდი ხანია ნაცებს ეხუტებიან. გამოდის, რომ „EPP“-ში შემავალმა ერთმა პარტიამ ჯილდო მეორეს მისცა.
„EPP“-ში შემავალმა ერთმა პარტიამ მეორე პარტიის ლიდერს რომ მისცა ჯილდო, იცით, რას ნიშნავს? საქართველოს მაგალითზე წარმოვიდგინოთ: გიორგი ვაშაძის პარტიამ, რომელიც „ნაცმოძრაობის“ დანაყოფია, ჯილდო გადასცეს ზურა გირჩი ჯაფარიძეს, რომელიც „ნაცმოძრაობის“ სხვა დანაყოფის ლიდერია.
P.S. სააკაშვილის დემოკრატიის მის პარტიას და მომხრეებს კი არა, ოჯახის წევრებსაც არ სჯერათ“, - წერს ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.