logo_geo
eng_logo
ნინო მიქიაშვილი: სამარცხვინო პასუხი ემიგრაციის მუზეუმზე...
- +

31 აგვისტო. 2016. 22:29



ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი ემიგრაციის მუზეუმისთვის სახელის შეცვლისთვის უკვე დიდი ხანია იბრძვის. მიქიაშვილის ინიციატივით მუზეუმს, რომელიც გურამ შარაძემ დააფუძნა, დამფუძნებლის სახელი უნდა მინიჭებოდა, თუმცა...

 

 

„სამარცხვინო პასუხი ემიგრაციის მუზეუმზე

 

თსუ- პასუხი მოვიტანე. ისევ ისეთი სამარცხვინოა, როგორც წინა შემთხვევებში (დასკანერებული პასუხები ნახეთ კომენტარებში) - „გამოჩენილი ადამიანების ღვაწლის დაფასების კომისია ჯერ არ შეკრებილა და შესაბამისად, საკითხიც არ განხილულა". ამ ერთბწკარიან პასუხს ხელს აწერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტის რექტორის თანაშემწე ირმა რუხაძე, რომელიც ამავდროულად გახლავთ გამოჩენილი ადამიანების ღვაწლის დაფასების კომისიის წევრი.

 

თსუ- კანცელარიიდან რექტორის მისაღებში შევხვდი ირმა რუხაძეს. ვკითხე რას ნიშნავსკომისია ჯერ არ შეკრებილა", წელიწადში რამდენჯერ იკრიბებით-მეთქი და ორჯერო, - მომიგო. როდის შეიკრიბებით, უახლესი სხდომა როდის არის-მეთქი და არ ვიცი, საკითხები რომ დაგროვედება, მერე შევიკრიბებით და განვიხილავთო. მომდევნო სხდომაზე ემიგრაციის მუზეუმისთვის გურამ შარაძის სახელის მინიჭების საკითხს განიხილავთ-მეთქი და ეგ საკითხი განვიხილეთ, მუზეუმის წარმომადგენელი ესწრებოდაო. ეგ რას ნიშნავს, ამ საკითხს წერტილი დაესვა და ემიგრაციის მუზეუმისთვის მისი დამაარსებლის გურამ შარაძის სახელის მინიჭებაზე აღარ იმსჯელებთ-მეთქი და ამაზე ირმა რუხაძემ მომიგო, ემიგრაციის მუზეუმს ჩვენთვის არ მოუმართავსო (ამაზე ემიგრაციის მუზეუმი და რუსუდან შარაძე პასუხს თავად გასცემს ირმა რუხაძეს, თუ საჭიროდ ჩათვლის. ჩემი კომენტარი აქ ზედმეტად მიმაჩნია).

მაგალითად, მე რომ მოგმართოთ და ჩემთან ერთად არაერთმა ადამიანმა მოითხოვოს გურამ შარაძის სახელი მიენიჭოს მისივე დაარსებულ მუზეუმს, სხდომაზე დასწრების უფლება მექნება-მეთქი? ამ კითხვაზე ირმა რუხაძემ ვერც ხო მითხრა და ვერც არა.

 

თსუ-ში დილით ვიყავი და ველოდებოდი გაბრაზება როდის გადამივლიდა, ცხელ გულზე რომ არ დამეწერა. ზუსტად ვიცი როგორ მოვიქცევი, რას გავაკეთებ. რა თქმა უნდა, ყველაფერზე აქ, ჩემს გვერდზე დავწერ.

 

ბოლოთქმა - ცხრაწლიანი რეჟიმის დროინდელი განცხადებები და პასუხები ხელმისაწვდომზე არ მაქვს და ამიტომ ვერ ვაქვეყნებ. დიდად განსხვავებული არაფერი მოუწერიათ, რადგან ჩვენდა სამწუხაროდ, ამ კონკრეტული საკითხისადმი მიდგომა იმჟამინდელისგან ამჟამად დიდად განსხვავებული არ არის."- წერს მიქიაშვილი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner