logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი: საქართველოს უკრაინიზაცია დაუშვებელია, ჩვენი ქვეყანა არ უნდა განადგურდეს. სამწუხაროდ, უკრაინა გაწირეს და ნუთუ კიდევ არსებობს ჩვენ ქვეყანაში ადამიანი, ვისაც ამაში ეჭვი ეპარება?
- +

26 მარტი. 2023. 15:28

 

 

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას აზიარებს, რომლის თქმითაც, იარაღის უკმარისობის გამო, უკრაინას კონტრიერიშის დაწყება ჯერ არ შეუძლია.

 

მეგრელიშვილის შეფასებით, სამწუხაროდ, უკრაინა გაწირეს და გაანადგურეს. მისივე თქმით, ადრე თუ გვიან, ყველაფერს მოეფინება ნათელი და ყველა ღიად გაიგებს, ვინ უპირებდა საქართველოს განადგურებას.

 

„საქართველოს უკრაინიზაცია დაუშვებელია, ჩვენი ქვეყანა არ უნდა განადგურდეს! ჩვენი ერი არ უნდა გადაშენდეს! დიახ, სამწუხაროდ უკრაინა გაწირეს და გაანადგურეს.

 

ნუთუ კიდე არსებობს ჩვენ ქვეყანაში ადამიანი, ვისაც ამაში ეჭვი ეპარება?

 

ადრე თუ გვიან, ყველაფერს მოეფინება ნათელი და ყველა ღიად გაიგებს, ვინ უპირებდა საქართველოს აღგვას პირისაგან მიწისა, თუმცა, იქამდე დიდი სირთულეების გადალახვა გვიწევს, რომ საბოლოოდ გავიდეთ სამშვიდობოს.

 

ღმერთმა ქნას, უკრაინელი ერი მოეგოს გონს და მოსთხოვოს პასუხი მათი ქვეყნის გამანადგურებლებს!“ - წერს მეგრელიშვილი.

 

https://www.facebook.com/photo?fbid=6379540998763437&set=a.493415340709395

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner