logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი: თუ აშშ-ის პრეზიდენტი გავხდები, უკრიანაში ომს 24 საათში დავასრულებ
- +

26 მარტი. 2023. 19:45

 

 

 

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ თეთრ სახლში კვლავ დაბრუნდება, რუსეთის ომს უკრაინაში 24 საათში დაუსვამს წერტილს. ამის შესახებ ტრამპმა ტეხასში, თავის პირველ წინასაარჩევნო შეკრებაზე განაცხადა.

 

დონალდ ტრამპის თქმით, მხოლოდ მას შეუძლია, თავიდან აიცილოს მესამე მსოფლიო ომის დაწყება.

 

„ამის გადაწყვეტას ძალიან სწრაფად ვაპირებ... 24 საათში მექნება გადაწყვეტილი. დღეს, თქვენს წინ ვდგავარ ერთადერთი კანდიდატი, რომელსაც შეუძლია ასეთი დაპირების მიცემა. მე ხელს შევუშლი მესამე მსოფლიო ომის დაწყებას, რომელსაც ვუახლოვდებით“, - მიმართა ტრამპმა ამომრჩევლებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner