„2024 წელი იქნება კარგი შესაძლებლობა, რომ ადამიანებმა აირჩიონ ისეთი პარტიები ოპოზიციაში, ვინც დემოკრატიული წესების დაცვით შეასრულებენ თავის ფუნქციასა და საქმეს“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „იმედის კვირას“ განუცხადა.
მან არასამთავრობო სექტორს ამოფარებულ იმ პირებზე ისაუბრა, რომლებსაც პოლიტიკაში დაბრუნების სურვილი აქვთ და ამ მიზნით არასამთავრობოებს აფუძნებენ, მიღებულ დაფინანსებას კი სხვა მიზნებით იყენებენ.
„გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა არასამთავრობო სექტორში ამ ადამიანების შეფარებამ; გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა მედიას წინა ხელისუფლების პოლიტიკური დამნაშავეების მედიამენეჯერებად მონათვლამ; გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ასევე საერთო პოლიტიკურ პროცესს იმან, რომ ეს ადამიანები არცერთ კონკრეტულ როლს არ ასრულებენ სრულფასოვნად. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვეუბნებით ჩვენს თანამოქალაქეებს - 2024 წელი იქნება კარგი შესაძლებლობა, რომ ადამიანებმა აირჩიონ ისეთი პარტიები ოპოზიციაში, ვინც დემოკრატიული წესების დაცვით შეასრულებენ თავის ფუნქციასა და საქმეს“, - განაცხადა თალაკვაძემ.