logo_geo
eng_logo
გიორგი ამილახვარი: ჩვენ უნდა შემოვიტანოთ საქართველოში და წავახალისოთ მეტი ევროპული და დასავლური განათლება
- +

26 მარტი. 2023. 22:14

 

 

მე მინდა ვიარო ადგილებზე: სკოლებში, პროფესიულ კოლეჯებში, უნივერსიტეტებში და ადგილზე გავეცნო პრობლემებს, საკითხებს, გამოწვევებს. ეს შემდეგ გახდება საფუძველი, რომ კაბინეტში მივიღოთ სწორი და სწრაფი გადაწყვეტილებები, - ამის შესახებ ახლად დანიშნულმა განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა „იმედის კვირას“ სამინისტროში სტუმრობისას განუცხადა.

 

მისივე თქმით, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რა პოლიტიკური მსოფლმხედველობისაა, იგი ყველას მინისტრი იქნება.

 

მინისტრმა სკოლების შემოვლა თბილისის 51-ე სკოლიდან დაიწყო, რომელშიც ერთ დროს თავად სწავლობდა. მან განათლების პოლიტიკის ხედვებსა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

 

„ჩვენ უნდა შემოვიტანოთ საქართველოში და წავახალისოთ მეტი ევროპული და დასავლური განათლება. დასაქმებისკენ ყველაზე მოკლე გზა ეს არის პროფესიული განათლება. ვგეგმავთ საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მეტ სტიმულირებასა და კიდევ მეტ მხარდაჭერას, რომელიც უკავშირდება სწავლის გადასახადს, საცხოვრებელი პირობების მხარდამჭერ მექანიზმებს, ვისაც ეს სჭირდება და წარჩინებული, მოტივირებული და მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებისთვის მეტი სასტიპენდიო მექანიზმების შეთავაზებას“, - განაცხადა ამილახვარმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner