logo_geo
eng_logo
„ჯეიმს უებმა“ შორეულ პლანეტაზე მტვრის ქარიშხალი დააფიქსირა
- +

26 მარტი. 2023. 23:09

 

 

ასტრონომებმა პირველად მოახერხეს ჩვენი მზის სისტემის ფარგლებს გარეთ მტვრის ქარიშხლის აღმოჩენა. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ქარიშხალი პლანეტაზე VHS 1256b დაფიქსირდა, რომელიც დედამიწიდან 40 სინათლის წელიწადის მანძილზეა. აღმოჩენის გაკეთებაში კი სპეციალისტებს კოსმოსური ტელესკოპი „ჯეიმს უები“ დაეხმარათ.

 

ტელსკოპის მიერ აღმოჩენილი მტვერი სილიკატების ნაწილაკებს წარმოადგენს - კაჟბადისა და ჟანგბადის შენაერთებს. ასტრონომები განმარტავენ, რომ ეს ქარიშხალი არ ჰგავს დედამიწის უდაბნოების ქარიშხლებს.

 

„წარმოიდგინეთ ქვიშის მარცვლები, ოღონდ ჩვეულებრივზე გაცილებით პატარები, როგორც ბოლი. დაახლოებით ასე გამოიყურება ღრუბლები VHS 1256b-ზე, ოღონდ ისინი ძალიან ცხელია, იმიტომ რომ თვითონ პლანეტაც ახალგაზრდა და ძალიან ცხელია“, - განმარტავს ედინბურგის უნივერსიტეტის პროფესორი ბეტ ბილერი.

 

პლანეტა VHS 1256b ტელესკოპ „ვისტას“ მეშვეობით ჯერ კიდე 2015 წელს აღმოაჩინეს. ის „სუპერ იუპიტერის“ კლასს მიეკუთვნება, თუმცა მასით იუპიტერზე 12-18-ჯერ მეტია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner