logo_geo
eng_logo
NATO: რუსეთის ბირთვული რიტორიკა სახიფათო და უპასუხისმგებლოა
- +

26 მარტი. 2023. 23:35

 

 

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებას ეხმაურება ბელარუსის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსების გეგმასთან დაკავშირებით. Reuters-ის ცნობით, NATO რუსეთის რიტორიკას აფასებს, როგორც სახიფათოს და უპასუხისმგებლოს.

 

ალიანსის წარმომადგენლის თქმით, ისინი არ კარგავენ სიფრთხილეს და ყურადღების აკვირდებიან სიტუაციას, თუმცა, ჯერჯერობით ხიფათის მანიშნებელი ცვლილებები არ შეიმჩნევა.

 

„ჩვენ რუსეთის ბირთვულ პოლიტიკაში არ შეგვიმჩნევია არანაირი ცვლილება, რომელიც ჩვენი საკუთარი პოლიტიკის კორექტირებისკენ გვიბიძგებდა. NATO-ს მოკავშირეები თავისი საერთაშორისო ვალდებულებების სრული დაცვით მოქმედებენ, რუსეთი კი გამუდმებით არღვევს შეიარაღების კონტროლის ვალდებულებებს, მან ცოტა ხნის წინ რომელმაც ახლახან შეაჩერა მონაწილეობა სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების ხელშეკრულებაში“, - აცხადებს“, - აცხადებს ალიანსის წარმომადგენელი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner