logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიქოვანი: მე მგონი, ოპოზიციამაც კარგად დაინახა, რომ „ქართულ ოცნებას“ და ხელისუფლებს ვერ შეაჩერებს მათი დესტრუქცია. ჩვენ გვაქვს არსებითი პროგრესი და საქმეს ბოლომდე მივიყვანთ
- +

27 მარტი. 2023. 00:10

 

 

„მე მგონი, ოპოზიციამაც კარგად დაინახა, რომ „ქართულ ოცნებას“ და ხელისუფლებს ვერ შეაჩერებს მათი დესტრუქცია. ჩვენ გვაქვს არსებითი პროგრესი და ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ 12 რეკომენდაციაზე საუბრისას განაცხადა.

 

„საზოგადოებას კარგად ესმის, რომ პოლარიზაცია და დაპირისპირება არ არის მხოლოდ 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით. პოლარიზაცია არის ერთადერთი არსებითი საშუალება ოპოზიციისთვის, დაუპირისპიროს რაიმე ხელისუფლებას. არ ვამბობ, რომ ხელისუფლებს არ აქვს ისეთი რამ, რაზეც კიდევ უფრო მეტად უნდა იმუშაოს, გამოასწოროს. მაგრამ იმდენად უშინაარსოა მთლიანად ოპოზიციური დღის წესრიგი, რომ მათთვის პოლარიზაცია არსებობის ერთადერთი საშუალებაა. ევროპელობაზე საუბრობენ ადამიანები, რომლებიც წლის განმავლობაში თავიანთი პოლიტიკური ქმედებებით ეწეოდნენ არა „ქართული ოცნების“ საბოტაჟს, არამედ საკუთარი სახელმწიფოს და კონსტიტუციური ინსტიტუტების საბოტაჟს“, - ამბობს ჩიქოვანი.

 

მისივე თქმით, ბევრ კითხვას აჩენს ის, რომ ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტი პირდაპირ საუბრობს იმაზე, რომ კანდიდატის სტატუსის თემით მანიპულირებს, შემდეგ კი თავისუფლად დადიან ევროპული სტრუქტურების დერეფნებში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner