logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: 9 აპრილს სრული კრახი იქნება, რადგან ქართული საზოგადოება ხაბეიშვილს 9 აპრილის სიმბოლოდ არასოდეს მიიღებს
- +

27 მარტი. 2023. 00:49

 

 

გოგა ხაინდრავა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 9 აპრილს დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა. ამ თემაზე კინორეჟისორმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.

 

„ბუნებრივია, 9 აპრილს სრული კრახი იქნება, იმიტომ, რომ ქართული საზოგადოება ხაბეიშვილს 9 აპრილის სიმბოლოდ არასოდეს მიიღებს. არც ლიაკა ხოშტარიას. არც საერთოდ იმ ძალას, რომელსაც ისინი წარმოადგენენ და რაც რეალურად ბოლშევიზმია საქართველოში. ეს არის ყველაზე დიდი უბედურება, რომ 21-ე საუკუნის 20-იან წლებში, 100 წლის თავზე, საქართველოში დაბრუნდნენ ბოლშევიკები“, - განაცხადა ხაინდრავამ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner