ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში აცხადებს, რომ მისი პარტის წევრებს აკავშირებს ერთი იდეა და არა მწვანე დოლარი ან რუბლი, მისი თქმით 20 წლის განმავლობაში გამოსულები არიან ხმელი პურით და ყველით.
"ისტორიის ქარს გადავურჩით მხოლოდ ჩვენ, იმიტომ რომ ვიყავით იდეური გუნდი და ვართ, იმიტომ რომ იდეით ვართ შეკრული, ჩვენ არ გვაკავშირებს მწვანე დოლარი ან რუბლი, ან ევრო, ჩვენ გამოსული ვართ რომ იტყვიან ხმელი პურით და ყველით 20 წელია, არ ვითხოვთ არავისგან არაფერს არც შიგნიდან არც გარედა, ჩვენ ვითხოვთ ერთადერთს ბედნიერ და კარგ ცხოვრებას ჩვენი ხალიხსთვის, რომელსაც ისინი იმსახურებენ რომელსაც ისინი ვერ იღებენ რადგან ხელისუფალთ, გაბატონებულ ელიტას აქვს დიდი მადა და ზნეობა არ გააჩნია.
ხომ თვქა მაჰათმა განდმა, რომ კაცობრიობას დაღუპავს ორი რამო პოლიტიკა პრინციპების გარეშე და ბიზნესი მორალის გარეშე, აი საუბედუროდ ორივეს ფენომენი არის საქართველოში დაგროვილი საქართველოს ხელისფლებაში",- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.