logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: თავი დაანებონ ქართული ეკლესიის შეურაცხყოფას, რადგან საქართველოში ძალიან დიდ ვნებათაღელვას გამოიწვევს
- +

27 მარტი. 2023. 01:55

 

 

ყველაფერს ითმენდა ქართველი კაცი, მაგრამ საკუთარი რწმენისა და ეკლესიის შეურაცხყოფას არ ითმენდა და ცეცხლს ნუ ეთამაშებიან. ძლიან ცუდად დაამთავრებენ, - ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

იგი ბოლო დღეებში კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მსოფლიო პატრიარქისთვის გაგზავნილ წერილს გამოეხმაურა.

 

მისივე თქმით, შეურაცხმყოფელია ის, რაც პატრიარქის აღნიშნულ წერილთან დაკავშირებით ისმენს.

 

„ცეცხლს ეთამაშებიან, დაანებონ თავი ქართული ეკლესიის შეურაცხყოფას - ეს ორი დღეა, რაც მე პატრიარქის წერილთან დაკავშირები თმესმის. ნუ ურევენ ერთმანეთში საეკლესიო წესდებებსა და თემებს, საეროსთან. ეს რა მესმის! თუ რაიმე გამოიწვევს მაგათ უბედურებას, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, თავი დაანებონ. პირველ რიგში, წერეთლებსა და „ჭუტებს“ მინდა ვუთხრა: თავი დაანებონ ცეცხლთან თამაშს, რადგან ეს გამოიწვევს საქართველოში ძალიან დიდ ვნებათაღელვას. ამას ქართველი ხალხი არ მოუთმენს!

 

მონღოლების ბატონობა გვახსოვს, სპარსეთის, თურქეთის, არაბების, რუსეთის, ვისი არ გვახსოვს! ყველაფერს ითმენდა ქართველი კაცი, მაგრამ საკუთარი რწმენისა და ეკლესიის შეურაცხყოფას არ ითმენდა და ცეცხლს ნუ ეთამაშებიან. ძლიან ცუდად დაამთავრებენ. ქართველი კაცი ყველაფერს მოითმენს, მაგრამ დედა ეკლესიისა და რწმენის გინებას ვერ მოითმენს. გავახსენებ მათ, რომ 100 ათასმა ქართველმა თავი დადო მეტეხის ხიდთან და ეს ქართველებმა კი არ დაწერეს, ეს წერია სპრსულ წყაროებში. ყაზახამდე წითლად მიდიოდა მდინარე და ეს ამათ ნუ დაავიწყდებათ ამ მანქურთებს, რადგან ცუდად დაუმთავრდებათ. დაანებონ თავი ქართულ ეკლესიას“, - განაცხადა ხაინდრავამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner