logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: ახლა ამათაც მოვუსმინოთ…
- +

27 მარტი. 2023. 11:01

 

 

სხვადასხვა  არხებზე პოლიტდიალოგების მონაწილე ახალგაზრდა ქალბატონებო და ბატონებო! 

 

ყველაფრის მცოდნენო და უმაგრესად ინფორმირებულნო!

 

ნატო-ს საიდუმლო „დოსიეებში“ ღრმად ჩახედულნო და წამყვანი ქვეყნების დაზვერვების საიდუმლო ინფორმაციების გამშიფვრელნო!

 

ახლა ამათაც მოვუსმინოთ…

 

ჯერ ერთი, პროფესიულ სტილს დააკვირდით და რიტორიკას: ჩვენს „დაუძინებელ მეგობარს და ჭკუის მასწავლებელს“,  ჩვენთვის კარგად ნაცნობ სპიკერს - აშშ ადმინისტრაციის მაღალჩინოსანს, როგორი კომპეტენციით უსვამენ უმწვავეს შეკითხვებს და, ღმერთო დიდებულო, არავითარი ორმხრივი შეურაცხყოფა, არც დედის გინება, არც გაწევ-გამოწევა…

 

და მეორე - ლოგიკური კითხვა იბადება: რა ხდება - ყველგან როგორ ჰყავს ამ კაციჭამია ვოვოჩკა პუტინს ასეთი აგენტები?..

 

სხვათაშორის, ეს ჩემი რეპლიკა პოლიტიკოსების მისამართითაც გახლავთ ნასროლი. განსაკუთრებით იმ დეპუტატებისადმი, ვისაც პრემიერმა ქიზიყური პირდაპირობით მიახალა მთავრობის ხედვა „უკრაინიზაციის“ თემასთან დაკავშირებით.

 

ჩემი მეგობარი კ უ კ უ რ ი მეგობრულად, ჯენტლმენურად ურჩევს, უწინარესად, მეტისმეტად აგრესიულ მდედრ დეპუტატებს, მშვიდად აღიქვან ეს რეალობა და არ იწივლონ, არ მოაწყონ ისტერიკები, რამეთუ ამ ამერიკული დიალოგის მონაწილეებს  თავიანთ გამაოგნებლად ბრძნულ აზრებს საპარლამენტო დარბაზიდან ვერ მიაწვდენენ.

 

https://www.tiktok.com/@novasti.2023/video/7207735023892499717?_r=1&_t=8aRzbIcdA0n&fbclid=IwAR01dyghC6YBiCYaPQ4FJawOFj7sBLo42Lg_TsErxxxRVF4HFgU7LvDOwA4

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner