logo_geo
eng_logo
დავით ბაქრაძის ქისა, გადამალული 600 000 და უხელფასოდ დარჩენილი კოორდინატორები...
- +

31 აგვისტო. 2016. 22:39



"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საკუთარ კოორდინატორებს ხელფასებს აღარ უხდის და კოორდინატორების შენარჩუნებას ცრუ სიტყვიერი დაპირებების ხარჯზე ცდილობს.


უკვე ორ თვეზე მეტია პარტიულ კოორდინატორებს ხელფასი არ მიუღიათ, ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „მარშალპრესს" „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა აცნობა. პარტიული ლიდერები აღარ აფინანსებენ დედა პარტიას და ის თანხები, რომელიც წინასაარჩევნოდ, ნაც.მოძრაობის პარტიის დასაფინანსებლად უნდა გამოეყენებინათ საზღვარგარეთ, ბანკებში პირად ანგარიშებზე გადაირიცხეს.


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს დავით ბაქრაძეს დღეის მდგომარეობით ევროპის ბანკის საკუთარ ანგარიშზე 200 000 ბრიტანული ფუნტსტერლინგი, 600 000 ლარზე მეტი აქვს შენახული.


ბაქრაძის მსგავსად ევროპის სხვადასხვა ბანკებში ანგარიშები „ნაციონალური მოძრაობის" სხვა ლიდერებსაც აქვთ გახსნილი. "ნაციონალურ მოძრაობა" კი უსახსრობის გამო, პარტიული სტრუქტურებისა და კორდინატორების ქსელის შენარჩუნებას ცრუ დაპირებებითა და ანაზღაურების გადახდის ვადის გაწელვით ცდილობს.


პარტია ვეღარ უხდის ხელფასებს, კოორდინატორებს, პარტიულ აქტივისტებს, პარტიის სატელიტ გაზეთებსა და ინტერნეტ სააგენტოებს.


უხელფასოდ დარჩნენ ე.წ. ფეისბუქის „ტროლებიც", რომლებიც სოციალური ქსელების საშუალებით ცდილობდნენ მოსახლეობის აზრის ფორმირებაზე გავლენას და პარტიის მიერ ჩადენილი დანაშაულებების ე.წ. "გაპრავებას".


პარტია „ნაციონალური მოძრაობის" წევრი „მარშალპრესთან საუბარში აღნიშნავს რომ ფინანსური კრიზისი პარტიაში კლანურმა დაპირისპირებებმა და ცალკეული ლიდერების სიხარებემ გაიმოიწვია. მისი თქმით „ნაცმოძრაობის" ლიდერები ცდილობდნენ შოთა მალაშხიასთვის დაეკისრებინათ პარტიის დაფინანსების ვალდებულება, რაზეც მათ უარი მიიღეს და საბოლოოდ მალაშხიამ პარტია დატოვა.


წყაროს ინფრომაციით „ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორები აპირებენ პარტიის ოფისებთან საპროტესტო აქციები მოაწყონ, იმ შემთხვევაში თუ კუთვნილ ხელფასებს უახლოეს პერიოდში არ მიიღებენ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner