logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: ნორვეგიული ჯილდო მიშას ჰუმანიტარული მიზნით გათავისუფლებისთვის გაიცა, რომელიც სტრასბურგისთვის წითელი ხაზია, საქართველოს მოსახლეობისთვის კი - შეურაცხყოფა
- +

27 მარტი. 2023. 19:03

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემას ეხმაურება.

 

„ნორვეგიული ჯილდო მიშას ჰუმანიტარული მიზნით გათავისუფლებისთვის გაიცა, რომელიც სტრასბურგისთვის წითელი ხაზია, საქართველოს მოსახლეობისთვის კი - შეურაცხყოფა. როგორც ჩანს, ომმა ყველა წესი დაარღვია და „მიღებულიც და მიუღებელიც ჩაირთო“ ომის სასურველი შედეგით დასასრულებლად.

 

ამერიკულს თავად ამერიკელებმა უწოდეს რუსული; განათლებასთან ყველაზე ახლოს მდგომ საზოგადოებას ურჩიეს, არ წაეკითხათ და ისე ეჩხუბათ საკუთარ ხელისუფლებასთან; სტრასბურგის სასამართლოს მიერ, ადამიანის უფლებების დარღვევისთვის მიჩნეულ დამნაშავეს, ადამიანის უფლებების დაცვისთვის ჯილდო გადასცეს; დააჯილდოვეს ყოფილი სახალხო დამცველი, რომელიც საკუთარ ქვეყანაში ცხელი ბომბების ცვენას ნატრობდა და მოქმედ სახალხო დამცველის წინააღმდეგ ფიზიკურ თავდასხმაზე არც კი შეშფოთდნენ.

 

საით მიდის მსოფლიო? სად ქრება ჩვენთვის მიმზიდველი ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებები და სად წყდება საქართველოს ბედი? ასეთ რთულ ვითარებაში ყველაზე კარგი გზამკვლევი არის ის, რომ ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს, თვალდახუჭული სიარული კი, საიდანაც არ უნდა გვეძახდნენ - სახიფათოა“, - აღნიშნავს დიმიტრი ხუნდაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner