logo_geo
eng_logo
უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალი: ბახმუტისთვის ბრძოლა ყველაზე დაძაბულ ფაზაში შედის
- +

28 მარტი. 2023. 01:22

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალმა, ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა, რომ ბახმუტისთვის ბრძოლა ყველაზე დაძაბულ ფაზაში შედის.

„ბახმუტისთვის ბრძოლის ყველაზე დაძაბული ეტაპი მიმდინარეობს. ვითარება მუდმივად რთულია. მტერი განიცდის მნიშვნელოვან დანაკარგებს ადამიანურ რესურსებში, იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობაში, მაგრამ აგრძელებს შეტევითი მოქმედებების განხორციელებას“, - აღნიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალმა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის ჯგუფის სპიკერმა კვირას განაცხადა, რომ უკრაინას აქვს „საკმარისი ძალები ფრონტის ხაზის შესანარჩუნებლად“.

right_banner right_banner
არქივი
right_banner