ბათუმიდან თბილისისკენ მოძრავი მატარებელი, ლანჩხუთის ტერიტორიაზე, შუახნის მამაკაცს დაეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას ipress.ge ავრცელებს.
შეჯახების შედეგად, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. მგზავრების ინფორმაციით, ისინი ამ დრომდე ლანჩხუთში არიან გაჩერებული და მატარებლიდან გადასვლის უფლებას არ აძლევენ.
საქართველოს რკინიგზაში, ამ დროისთვის მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, კომენტარი არ აკეთებენ.
შსს-ს ინფორმაციით მომხდარ ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექისი 275ე- მუხლის, მესამე ნაწილით აღიძრა.