logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: ყოველივე შევიწროებას, თავდასხმას, სიტყვიერს თუ ფიზიკურს, ვგმობ კატეგორიულად. ვგმობ, პირველ რიგში, როგორც ქალი და როგორც პრეზიდენტი
- +

27 მარტი. 2023. 21:17

 

შემაშფოთებელია ჩვენს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა, ქალზე ძალადობისა და, კიდევ უფრო, მისი სხვადასხვა ფორმით გამართლებისა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ის გამოეხმაურა სექსუალური შევიწროების შესახებ სამი ქალის ბრალდებას. სამივე მათგანი სხვადასხვა დროს მომხდარ ისტორიას ჰყვება და შალვა რამიშვილს ადანაშაულებს.

გაუმართლებელს ამართლებენ თავიანთი სამარცხვინო ქილიკით, რაც ხუმრობა ჰგონიათ, ქალებიც, რომლებსაც საზოგადოებრივ სახეზე პრეტენზია გააჩნიათ. ასეთი არაცივილური, არასაზოგადოებრივი, არასოლიდური მიდგომა ჩემთვის გაუგებარია ადამიანურად, მორალურად. მით უმეტეს, როდესაც ვიცით, რომ რაც იწყება სიტყვიერი ძალადობით, ხშირად ფიზიკურით გრძელდება და, რიგ შემთხვევაში, ფემიციდის ტრაგიკული შედეგითაც სრულდება.

ყოველივე შევიწროებას, თავდასხმას, სიტყვიერს თუ ფიზიკურს ვგმობ კატეგორიულად. ვგმობ, პირველ რიგში, როგორც ქალი და როგორც პრეზიდენტი. ვგმობ იმას, რასაც ჩვენს კულტურასთან, ტრადიციებთან, ჩვენს ზრდილობასთან არანაირი კავშირი არ აქვს და რამაც შეიძლება, მხოლოდ რეპუტაციული ზიანი მიაყენოს საქართველოს, რომლის ისტორიას იცნობდნენ და კიდევაც იცნობენ, იმედი მაქვს, როგორც ძლიერი ქალების ქვეყანას, ქვეყანას, სადაც ქალთა მიმართ არც პატივისცემას აკლებდნენ და არც ზრდილობას“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner