logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: სტრასბურგის სასამართლოსთვისაც გაუგებარი იქნება - რა უნდა იყოს მსჯელობის საგანი. შეიძლება სარჩელიც კი არ მიიღონ, როგორც ეს სააკაშვილის პატიმრობის დასაწყისში იყო
- +

27 მარტი. 2023. 21:57

 

სტრასბურგის სასამართლოში მსჯელობის საგანი რა უნდა იყოს, თვითონ სასამართლოსთვისაც გაუგებარი იქნება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საჩივრის გაგზავნის საკითხს.

სტრასბურგის სასამართლო განიხილავს - სრულდება თუ არა ადამიანის მიმართ სამართლიანი სასამართლო, ან სახელმწიფო ძალადობს თუ არა სამართლის აღსრულების პროცესში ადამიანზე, ან მისი პატიმრობის პირობები როგორია. სტრასბურგის სასამართლოში მსჯელობის საგანი რა უნდა იყოს, თვითონ სასამართლოსთვისაც გაუგებარი იქნება. შეიძლება სარჩელიც კი არ მიიღოს, როგორც ეს მისი პატიმრობის დასაწყისში უკვე იყო. გვყავს პატიმარი, რომელიც ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაშია და 24-საათიან „ლაივში“ ცხოვრობს; მშობლებთან, ოჯახთან, გულშემატკივრებთან ერთად სრული პოლიტიკური ჩართულობით არის ყველა პროცესში“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner