logo_geo
eng_logo
გერმანიამ ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ პუტინის განცხადებას უპასუხისმგებლო და ესკალაციის გამომწვევი უწოდა
- +

27 მარტი. 2023. 23:30

 

ოფიციალურმა ბერლინმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებას იმის შესახებ, რომ რუსეთი ბელარუსში ბირთვულ იარაღს განათავსებს, უპასუხისმგებლო და ესკალაციის გამომწვევი უწოდა.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს რიტორიკა უპასუხისმგებლოა და პირდაპირ უარვყოფთ მას. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ჩვენს კურსს უკრაინის მხარდაჭერის კუთხით“, - აღნიშნეს გერმანიის საგარეო უწყებაში.

26 მარტს, პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავიც პირველი ივლისისთვის მზად იქნება.

ნატომ გააკრიტიკა ოფიციალური მოსკოვი სახიფათო და უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკის გამო მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს განათავსებს.

„ნატო ფხიზლადაა და ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას. ჩვენ არ გვინახავს რაიმე ცვლილება რუსეთის ბირთვულ მიდგომაში“, - აღნიშნა ალიანსის სპიკერმა, ოანა ლუნგესკუმ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner