„ერთადერთი ფაქტორი, რომელიც აზიანებს სააკაშვილის ჯანმრთელობას, არის მისივე ქმედება, უფრო სწორად მისი უმოქმედობა“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„ის უარს აცხადებს დაემორჩილოს იმ რეკომენდაციებს, რომელსაც მას აძლევენ ექიმები. ფაქტია, რომ ადამიანი უბრალოდ არ ემორჩილება რეკომენდაციებს, არ იღებს საკვებს და შესაბამისად, მცირდება მისი წონა“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.