„რაც შეეხება სამედიცინო მომსახურებას, კიდევ ერთხელ ვამბობ, როგორც ამ მთავრობის წევრი, როგორც იუსტიციის ყოფილი მინისტრი და როგორც სტრასბურგის სასამართლოს ყოფილი თანამშრომელი, რომ დღეს საქართველოს პენიტენციურ სისტემაში და ასევე იმ სამოქალაქო სამედიცინო სექტორში, სადაც პატიმრები არიან ხოლმე მივლენილნი, ადამიანის უფლებები ზედმიწევნით არის დაცული და ამ უფლებების დაცვას პატიმარმაც უნდა შეუწყოს ხელი“, - ამის შესახებ კულტურისა და სპორტის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.
„ასე რომ, კვების დროა, ჭამის დროა, საკუთარი თავის მოვლის დროა ბატონო მიხეილ და ჩვენ თქვენ მხოლოდ სასჯელის კანონიერ პირობებში აღსრულების გაგრძელებას გისურვებთ და ჯანმრთელად ციხის დატოვებას, როდესაც ამის დრო მოვა“, - განაცხადა წულუკიანმა.