სასჯელაღსრულების სამინისტროს მოქალაქეებს რუსთავის საქალაქო სასამართლოდან გაქცეული პატიმრის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას სთხოვს. ამის შესახებ სასჯელარსრულების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
"სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, ვისაც რაიმე სახის ინფორმაცია აქვს ფოტოზე აღბეჭდილი პირის - ოთარ ბადრის ძე ვარამაშვილის სავარაუდო ადგილსამყოფელის შესახებ, დაგვიკავშირდნენ სატელეფონო ნომრებზე - 032 2 75 23 85, 577 28 25 19.
პატიმარი ოთარ ბადრის ძე ვარამაშვილი რუსთავის საქალაქო სასამართლოს შენობიდან დღეს გაიქცა. მიმდინარეობს ძებნა", - აღნიშნულია განცხადებაში.