„რაღაც ძალიან იოლად ხელწამოსაკრავი სიტყვები გახდა სამართლიანობა, უსამართლობა..."- ამის შესახებ ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„უსამართლობის ვერ ატანა რას ნიშნავს იცით?
როცა არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ სხვაზე, ახლობელზე, სრულიად უცხოზე ან მტერზეც კი თუ ამ უსამართლობას გრძნობ, მოსვენება გეკარგება, ძვლების დამტვრევამდე ბრაზდები, რისხვის ცრემლები გახრჩობს, ვერ სუნთქავ, ვერაფერს ვერ აკეთებ სანამ როგორც შეგიძლია ისე არ დაეტაკები ამ უსამართლობას თუნდაც ეს შენთვის ზიანის მომტანი იყოს!
აი ეს არის უსამართლობის ვერ ატანა!!!
ყველაფერი დანარჩენი ფარისევლობაა!"