logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ადვოკატები და სააკაშვილიც პოლიტიკური პროცესის მძევლები არიან - თუ საქართველოს ხელისუფლება არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომლებიც მათ პოლიტიკურ მიზნებს შეესაბამება, მძევალს მოკლავენ
- +

28 მარტი. 2023. 18:44

 

 

ადვოკატები და სააკაშვილიც პოლიტიკური პროცესის მძევლები არიან - თუ საქართველოს ხელისუფლება არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომლებიც მათ პოლიტიკურ მიზნებს შეესაბამება, მძევალს მოკლავენ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

ვოლსკი მიიჩნევს, რომ თუკი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები სტრასბურგს მიმართავენ, ამ მიმართვის შემდეგ სტრასბურგის ვერდიქტი სააკაშვილის მხარდამჭერი ვერანაირად ვერ იქნება.

 

„ადვოკატები ხომ არ არიან იურიდიულ საკითხებზე ორიენტირებული, ესენიც და თავად სააკაშვილიც მძევლები არიან იმ პოლიტიკური პროცესისა, რაც ახლა მიმდინარეობს. ამ მძევალს მოკლავენ თუკი არ იქნება მიღებული ისეთი გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებაში, რომელიც მათ პოლიტიკურ მიზანს შეესაბამება. ანუ, ქვეყნის დესტაბილიზაციას მოახდენენ.

 

წარმოიდგინეთ სტრასბურგის გადაწყვეტილება, რომელიც ობიექტური შეფასებებით რომ მიიღონ, რა დაემართება იმ პოლიტიკურ სტრატეგიასა და გეგმას, რომელიც გააჩნია ამ მავნებელთა ჯგუფს. ასე, რომ სტრასბურგისადმი მიმართვაზე თავის შეკავება ამ მოლოდინით არის განპირობებული“, - განაცხადა გიორგი ვოლსკი

 

გასაჩივრდება თუ არა სასამართლოს ორი ინსტანციის უარი სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლება-გადავადებასთან დაკავშირებით, ამ საკითხზე პატიმრის ოჯახსა და უფლებადაცველებს ერთიანი პოზიცია არ აქვთ. გიული ალასანია ამტკიცებს, რომ სარჩელი მზად არის, ადვოკატი კი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner