logo_geo
eng_logo
ბესლანის ტრაგედიიდან 12 წელი გავიდა
- +

1 სექტემბერი. 2016. 00:36



ჩრდილოეთ ოსეთში ბესლანის ტერაქტის მეთორმეტე  წლისთავია.


2004 წლის 1-ელ სექტემბერს, 09:30 საათზე ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ბესლანის #1 საშუალო სკოლის ეზოში ბავშვების საზეიმო შეკრების დროს, შენობას რამდენიმე ავტომობილი მიუახლოვდა, სადაც ნიღბიანი ტერორისტები ისხდნენ.


ნიღბიანებმა ავტომანქანიდან გადმოსვლისტანავე ჰაერში გასროლა დაიწყეს. 50 მდე ბავშვმა გაქცევა სწორედ ამ დროს მოასწრო. ისინი, ვინც ეზოში დარჩნენ, მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები ტერორისტებმა მძევლად აიყვანეს და სკოლის შენობაში შეიყვანეს.


რუსეთის ფედერაციის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური აცხადებდა, რომ  სკოლას 17 ბოევიკი დაესხა თავს. მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ ბოევიკთა რაოდენობა არა 17 არამედ 20-25 იყო.


სკოლის შენობაში შესვლისთანავე ბოევიკებმა შენობის ყველა გასასვლელთან ბარიკადები ააგეს და კარები ჩახერგეს. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ისინი მოლაპარაკებებზე არ გამოდიოდნენ და საზოგადოებისათვის უცნობი იყო მათი მოთხოვნები.შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ბოევიკებმა სკოლის სპორტული დარბაზი დანაღმეს და ბავშვები იქ შეყარეს. უფროსები კი მშობლები და მასწავლებლები ცალკე ჰყავდათ დატყვევებული.


სკოლის შენობის ყველა ფანჯარასთან ტერორისტებმა ცოცხალ ფარად ბავშვები ჩაამწკრივეს. მას შემდეგ, რაც ბოევიკებმა სკოლის შენობა "აითვისეს" და ყველა მძევალი "საჭირო ადგილას დააბინავეს" ფანჯრიდან ისროლეს ვიდოფირი და წერილი. ვიდეოფირი ცარიელი აღმოჩნდა, წერილში კი ეწერა, რომ ტერორისტები ბავშვების გათავისუფლების სანაცვლოდ ჩეჩნეთიდან რუსული ჯარის გამოყვანას, ჩრდილო ოსეთის პრეზიდენტთან ალესანდრე ზასოხოვთან, ინგუშეთის ხელმძღვანელთან მურატ ზიაზიკოვთან და ბავშვთა გადაუდებელი ქირურგიული ცენტრის დირექტორთან ლეონიდ როშალთან შეხვედრას ითხოვდნენ. სწორედ როშალი აწარმოებდა მოლაპარაკებებს ბოევიკებთან 2002 წელს, მაშინ როდესაც მათ დუბროვკაზე თეატრალურ ცენტში მძევლები აიყვანეს. ტერორისტები ასევე ითხოვდნენ იმ ბოევიკების გათავისუფლებას, რომლებიც ინგუშეთში სახელმწიფოებრივ ობიექტებზე თავდასხმის გამო ჰყავდათ დაპატიმრებული იმავე წლის 21-22 ივნისს.


ყველა სხვა ოფიციალურ პირთან მოლაპარაკების გამართვაზე ტერორისტები უარს აცხადებდნენ. მოგვიანებით მათ თავად დაასახელეს ტელეფონის ნომერი და განაცხადეს, რომ მხოლოდ ჩრდილო ოსეთის პრეზიდენტს, ინგუშეთის ხელმძღვანელსა და დოქტორ როშალს დაელაპარაკებდნენ.


ამ პერიოდში სკოლის შენობის საქვაბიდან 15 ადამიანის გამოყვანა მოხერხდა, მათ შორის 4 ბავშვის. ისინი ბოევიკების სკოლის შენობაზე თავდასხმის დროს საქვაბეში შეძვრნენ და დაიმალნენ.


1 სექტემბერს დაახლოებით 16:00 საათზე სკოლის შენობაში ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა, მაგრამ კონკრეტულად რა მოხდა იმ დროს ან ვინ აფეთქდა დღემდე უცნობია.


1 სექტემბერს ბესლანში ექიმი ლეონიდ როშალი ჩავიდა და ტერორისტებტან მოლაპარაკებები დაიწყო. საღამოს დაწყებული მოლაპარაკებები 2 სექტემბრის დილის 03:00 საათამდე გაგრძელდა.


მერე ბოევიკებმა კავშირი გაწყვიტეს. მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.


ტერორისტებმა მძევალთა 26 მძევალი მას შემდეგ გაათავისუფლეს, როცა ინგუშეთის ყოფილი პრეზიდენტი რუსლან აუშევი ჩაერია. 26 ადამიანიდან 11 ქალი და 15 ბავშვი იყო.


ტერორისტთა მიერ ქალაქ ბესლანში სკოლის შენობის ბლოკირებისა და მძევლების აყვანის თითქმის პირველივე წუთიდან, ჩრდილო ოსეთში რუსეთის არმიის სამხედრო საჰაერო ძალებმა, ქალაქ ბესლანსა და მის შემოგარენში რუსული არმიის სპეცდანიშნულების რაზმების გადასროლა დაიწყეს. ეს მაშინ რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალების მთავარსარდალმა გენერალმა ვლადიმერ მიხაილოვმა პირადად დაადასტურა.


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბესლანის მოვლენაზე ამგვარი კომენტარი გააკეთა.


"ჩვენი უმთავრესი ამოცანა ახლა მდგომარეობს იმაში, რომ ვიხსნათ და გადავარჩინოთ მძევალთა სიცოცხლე", - განაცხადა პუტინმა.


3 სექტემბრამდე მოლაპარაკებები უშედეგოდ მიმდინარეობდა. ამ დღეს შტურმის დაწყებას ქალაქში არავინ ელოდა. უჩვეულო სიმშვიდე იყო და ამბობდნენ გაჩნდა იმედი ბოევიკებთან მოლაპარაკებისა, მაგრამ...


13:05 საათზე სკოლის შენობასთან ორი მძლავრი აფეთქება გაისმა და სროლაც დაიწყო... სკოლის მხრიდან ქუჩებში გამორბოდნენ დაჭრილი ქალები და ბავშვები. ამავე დროს თავად ქალაქ ბესლანში ადგილობრივ ინგუშებსა და ოსებს შორის დაპირისპირება დაიწყო. ბოევიკებმა იმ დერეფნის მიზანმიმართული დაცხრილვა დაიწყეს საიდანაც მძევლები გამოჰყავდათ. სკოლის შენობას მძლავრი აფეთქებების შემდეგ ცეცხლი წაეკიდა. აფეთქებები სკოლის შენობაში 18:20 საათზეც ისმოდა.


ოფიციალური მონაცემებით 334 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 186 ბავშვი.


ყოფილი მძევლები და სხვა თვითმხილველნი დარწმუნებულნი არიან, ამგვარად დიდი მსხვერპლი იმითაა გამოწვეული, რომ რუსებმა სკოლის შტურმის დროს მძიმე შეიარაღება გამოიყენეს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner